რუსთავში ავტომობილის მძღოლი მანქანის მართვისას გარდაიცვალა

  • 15 მარტი 12:45
  • 1345

რუსთავში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მანქანის მართვისას გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი ირაკლი დანელია ავრცელებს.

შემთხვევა რუსთავში, გიორგი ნიკოლაძის ქუჩაზე მოხდა. ირაკლი დანელია სოციალურ ქსელში წერს, რომ თვითმხილველების ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. 

როგორც news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები