პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. დღეს მოქმედი, მე–7 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება, ფორმალურად, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უწყდება.
ჯერჯერობით უცნობია, პარლამენტი საშემოდგომო სესიამდე რიგგარეშე სხდომას გამართავს თუ არა. არც ის არის ცნობილი, მოქმედი პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე შეკრებას მოასწრებს თუ არა. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება. თუმცა, როგორც „საარჩევნო კოდექსი“ მიუთითებს, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომების გამართვა წყდება. გამოდის, რომ პარლამენტი საშემოდგომო სესიის გახსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოასწრებს, თუ პრეზიდენტი არჩევნებს 11 ოქტომბრის შემდეგ დანიშნავს.
ერთ–ერთი ბოლო პროექტი, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ კენჭისყრაზე მე–3 მოსმენით დაამტკიცა, ლაზიკას სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება იყო. კონსტიტუციაში იწერება, რომ ქალაქ ლაზიკას სტატუსი ორგანული კანონით განისაზღვრება.
სხვა სიახლეები
