„საქართველოს რკინიგზასა“ და კალათბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • 28 თებერვალი 18:00
  • 5918

სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზასა“ და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება.

საქართველოს რკინიგზას“ კალათბურთის ეროვნულ, ასაკობრივ  ნაკრებებს და სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას კვლავაც გაუწევს. მხარდაჭერა ვრცელედება 3 ასაკობრივ - 16, 18 და 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებებზე.

საქართველოს რკინიგზასა“ და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი მოაწერეს ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს რკინიგზა განაგრძობს ქართული სპორტის გვერდში დგომის პოლიტიკას. ჩვენ შარშანაც გვაკავშირებდა სასპონსორო პაკეტი. ვაპირებთ, ნახევარი მილიონი ლარით დავაფინანსოთ კალათბურთის ფედერაცია“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

როგორც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მემორანდუმის გაფორმებისას განაცხადა, „საქართველოს რგინიგზა“ აქტიურადაა ჩართული ქართული სპორტის განვითარებაში და ამ მიმართულებით ბევრ კარგ პროექტს ახორციელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ „საქართველოს რკინიგზასთან“ ერთად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს“, - აღნიშნა მიხეილ გაბრიჩიძემ.

[R]

სხვა სიახლეები