საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს აჰმედ აბულღეითს შეხვდა

  • 17 თებერვალი 18:55
  • 535

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს აჰმედ აბულღეითს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა იყო ბოლო წლების განმავლობაში არაბულ სახელმწიფოებთან მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის - დიპლომატიური ურთიერთობების გაფართოება და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება.

გიორგი კვირიკაშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა არაბულ სახელმწიფოთა ლიგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გენერალური მდივანი აჰმედ აბულღეითი საქართველოში მიიწვია.

სხვა სიახლეები