„ჩვენ ვაყენებთ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს“

  • 17 თებერვალი 18:08
  • 811

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოპარლამენტში საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, პარტია ორშაბათიდან დაიწყებს შესაბამისი პროცედურების ჩატარებას და ასევე დაიწყება ხელმოწერების შეგროვება

ამ სიტუაციის ასე დასრულება იქნება კატეგორიულად მიუღებელი. ამ სიტუაციაში, უმაღლესი რანგის პოლიტიკურმა პირებმა, მათ ვისაც ეს ეხება, მათ ვინც შექმნა ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა აგონ ამაზე პასუხი. თუ დღეს არ დადგა პასუხისგების საკითხი, მეგობრებო, ჩათვალეთ, რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სახელმწიფოში. იმიტომ, რომ თუ არავინ აგებს პასუხს იქ სადაც საკითხი შეეხება შეტევას ჩვენი მოქალაქეებისთვის ემოციურად ყველაზე ძვირფას თემას, ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას, ყველაზე პატივსაცემ ადამიანს, თუ ასეთ შემთხვევაშიც კი არ დადგა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ჩათვალეთ, რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სახელმწიფოში. ამიტომ ჩვენ ვაყენებთ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს“, - აცხადებს ბაქრაძე

 

 

სხვა სიახლეები