სამხრეთ კორეაში Samsung-ის ვიცეპრეზიდენტი დააკავეს

  • 17 თებერვალი 17:43
  • 1179

სამხრეთ კორეაში, ქვეყნის პრეზიდენტის კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით, კორპორაცია Samsung-ის ვიცეპრეზიდენტი ლი ჯენი დააკავეს. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიის ტოპმენეჯერების დაკავების უფლება ქვეყნის სასამართლომ 10 საათიანი მსჯელობის შემდეგ გასცა. თუმცა, იგივე სასამართლომ არ გასცა Samsung Electronics-ის პრეზიდენტის დაკავების უფლება. 

 გამოძიების ვარაუდით, ლი ჯენი ფინანსურ დახმარებას უწევდა პრეზიდენტის ახლო მეგობარს, რომელიც თავის მხრივ პრეზიდენტის დახმარებით, Samsung-ს უადვილებდა ბიზნესის უფრო ეფექტურ მართვას. აღსანიშნავია, რომ ლი ჯენი ფაქტობრივად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის მმართველია, რადგან Samsung-ის ხელმძღვანელი, მამამისი ლი გონჰი უუნაროდ არის ცნობილი ავადმყოფობის გამო. 

 

სხვა სიახლეები