ფანცულაია: დეკანოზ გიორგი მამალაძეს გადავეცი პატრიარქის პოზიცია, რის გამოც ის ბედნიერია

  • 17 თებერვალი 17:15
  • 1024

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებით, პატრიარქის პოზიცია მისი დაცვის ქვეშ მყოფს გადასცა. გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზი ბედნიერია, რომ პატრიარქს მისი პიროვნების სჯერა.

მეცხრე დაწესებულების დატოვების შემდეგ გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ  ბოლო დღეების განმავლობაში  მამა გიორგი მამალაძეს მაღალი სიცხე აქვს, თუმცა ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს და მას მკურნალობის კურსი უტარდება.

„მკურნალობის კურსთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციასთან არ აქვს პრობლემები, იმიტომ, რომ რაც შესაძლებელია, ყველანაირ გამოკვლევებს უტარებენ, მაგრამ სამწუხაროდ, მას მეოთხე დღეა სჭირდება ეს და არ დაურეგულირდა. აქედან გამომდინარე სახარბიელო არ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ მკურნალობა უტარდება და იმედია უახლოეს პერიოდში ის უკეთესად იქნება.

გადავეცი პატრიარქის პოზიცია, რის გამოც ორმაგად ბედნიერი არის და მოხარულია, რომ მას სჯერა მისი პიროვნების“,-განაცხადა ფანცულაიამ.

სხვა სიახლეები