არჩილ გამზარდია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

  • 17 თებერვალი 17:03
  • 1001

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება მის მიერ, პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს. გამზარდიას თქმით, მას რაიმე კონკრეტული დეტალი გამოძიებისთვის სათქმელი არ აქვს და ის განცხადება, რომელიც მან „ფეისბუქში“ 8 თებერვალს გამოაქვეყნა,  ეფუძნება საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებებს და ზოგად გარემოებებს.

„პროკურატურას, როგორც წესი სჭირდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა იყოს კონკრეტული წყაროსგან, ამგვარ ინფორმაციას მე არ ვფლობ. ჩემი მოსაზრება ეფუძნება საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებებს და ზოგად გარემოებებს. ამ მხრივ შესაძლოა, თუ ჩემი მოსაზრებები ან მისი ანალიზის პროცესი იქნება პროკურატურისთვის საინტერესო, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავეხმარები“,-განაცხადა გამზარდიამ.

სხვა სიახლეები