შარმანაშვილი: შეწყალებასა და ვეტოს საერთოდ არავინ არ განიხილავს და არც არასდროს განხილულა ეს თემები

  • 17 თებერვალი 16:44
  • 435

საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის წარმოამდგენელი თენგიზ შარმანაშვილი ექპერტის რანგში ესწრება. სხოდმის დაწყებამდე მან განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ კონტრასიგნაციის საკითხთან დაკავშირებით მას არ უსაუბრია. 

თენგიზ შარმანაშვილმა განმარტა, რომ ვეტოსა და შეწყალების საკითხი გუშინ განხილული არ ყოფილა, რასაც არასამთავრობო სექტორის მხრიდან საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათ შარმანაშვილი პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულეს.

„შეწყალება და ვეტო გამოირიცხება და ამაზე ლაპარაკიც არ არის. მოქალაქეობაზე მე თანახმა ვარ, რომ მთავრობის თანხმობა იყოს საჭირო, იმიტომ, რომ მთელი ის ინფორმაცია, უნდა მისცენ თუ არა ამ თუ იმ პირს მეორე მოქალაქეობა უსაფრთხოებიდან გამომდიანრე, ეს, არა თქმა უნდა, მთავრობის ხელშია და ამას პრეზიდენტი დამოუკიდებლად ვერაფრით ვერ შეძლებს.

შეწყალებასა და ვეტოს საერთოდ არავინ არ განიხილავს და არც არასდროს განხილულა ეს თემები და თუ ვთქვათ მსჯელობის დროს ასეთი შთაბეჭდილება დარჩა, ეს წარმოუდგენელია. საერთოდ არავის არ აინტერესებს ეს თემა ამ კუთხით, პოლიტიკური სპეკულაციის თემებია და მე დიდი ხანია პოლიტიკიდან წამოსული ვარ, არ ვაპირებ დაბრუნებას და არანაირი სურვილი არ მაქვს. ძალიან მიჭირს იურიდიული არგუმენტებით საუბარი პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხებზე. აქ მიმდინარეობს წმინდა წყლის იურიდიული დებატები, თუ ვინმეს რამე მოსაზრებები აქვს, აქ მედავოს“,-განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებ, გუშინ არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თენგიზ შარმანაშვილის ინიციატივით, პრეზიდენტს უნდა სჭირდებოდეს პრემიერის თანხმობა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, ასევე ორმაგი მოქალაქეობის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით და ვეტოს საკითხთან დაკავშირებით.

სხვა სიახლეები