ახვლედიანი: მე უფრო მეტი კითხვები მაქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დანარჩენს

  • 17 თებერვალი 16:25
  • 611

საქალაქო სასამართლოში პირადი საუბრის აუდიოჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე მამუკა ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება სხვა საქმეზეა დაწყებული, კითხვები საუბრის შინაარსზე დაისვა.

„ძალიან უცნაურად არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ეს ყველაფერი იყოფა ორ ნაწილად. ერთი ნაწილია, რომელიც ეხება თანხებზე საუბარს და მეორე არის სასამართლოს პრობლემატიკაზე საუბარი. ის, რაც მეორე ნაწილს შეეხება, ძალიან დიდი ნაწილი მისაუბრია არაერთ ჟურნალისტთან, შეიძლება ასე გახსნილად არ გვისაუბრია, მაგრამ პირად საუბრებში ძალიან ბევრთან მისაუბრია მსგავსი ტექსტებით და მსგავს პრობლემატიკაზე. შესაბამისად უცხოს ვერაფერს ვერ ვხედავ.

კითხვები არის მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც შეეხება ფინანსებს, რომლის თაობაზე მე წარმოდგენაც არ მაქვს და არასოდეს, არა თუ ჩემთან არ უსაუბრიათ, ჩემი თანდასწრებითაც საუბარი არ შემდგარა. ამიტომაც დავსვი კითხვა, მე არ ვიცი ეს როგორ მოხდა ამ ჩანაწერში, ერთი ჩანაწერია, არის ავთენტური, დამონტაჟებულია, გვარამიამ ჩაიწერა, უშიშროებამ ჩაიწერა თუ ვინ ჩაიწერა და ვინ გაავრცელა, მე უფრო მეტი კითხვები მაქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დანარჩენს.

სრული აბსურიდა ამ საკითხებზე საუბარი დადასტურებული ფორმით, რომ ვიღაცა ვიღაცას ესაუბრება, ვიღაცა ვიღაცის საქმეებში ერევა. ერთადერთი, რასაც არ უარვყოფ, რამდენჯერმე, როცა აღმოვჩნდი არა მარტო ნიკა გვარამიასთან. ორ მეტრეზე ახლოს ნიკა გარამიასთან სხვა ადამიანების გარეშე, არ მისაუბრია, შესაბამისად ეს საუბრები ყველა არის სხვა ადამიანებთან ერთად“,-განაცხადა ახვლედიანმა.

სხვა სიახლეები