„ვკითხულობ ირონიით - მე რა ვქნა, მე?!“

  • 17 თებერვალი 15:44
  • 1808

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯერთა ახალ გეგმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, კოლეგებო, დაინტერესებულო პირებო, ოპონენტებო,

განვმარტავ იმას, რაც გავიგე საზ.მაუწყებლის მენეჯერთა ახალი გეგმიდან.

მოკლედ, საქმე ისაა, რომ გუშინ, 16 თებერვალს, მაუწყებლის მეურვეებმა გამოაქვეყნეს საზ.მაუწყებლის შეფასების ოთხი კრიტერიუმი, რომელთა შორისაც მხოლოდ ერთია რეიტინგი... ანუ, ერთია ოთხთაგან.

მენეჯმენტმა, ეს დოკუმენტი სავარაუდოდ ნახა, მაგრამ, ახალი გეგმა მაინც წარადგინა (რაც უნდა გაეკეთებინა კიდეც), თუმცა, ოთხი კრიტერიუმიდან მხოლოდ ერთი დატოვა და ცალკეული პროდუქტები ისევ რეიტინგის მიხედვით განსაჯა.

შესაბამისად, "ვექტორი", რომელსაც მენეჯმენტის თქმით, არ აქვს რეიტინგი, მოხვდა დასახურ გადაცემათა სიაში.

ანუ, წითელ ზონაში.

ოღონდ, კვლავ ვიმეორებ, სიტყვა ჯერ ბორდზეა, რომელიც ალბათ სამშაბათს შეიკრიბება.

აბსურდულია ეს ვითარება არა მარტო იმიტომ, რომ ეს ახალი ხედვა შემუშავებულ, დამტკიცებულ სამ კრიტერიუმს არ ითვალისწინებს, არამედ იმიტომაც, რომ ბორდს არ აქვს უფლებამოსილება, დახუროს ან არ დახუროს გადაცემები.

მას აქვს უფლებამოსილება, მიიღოს ან არ მიიღოს ახალი ხედვა... რომელსაც ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ ის - ხედვა, არ ითვალისწინებს ბორდის მიერ შემუშავებულ სამ კრიტერიუმს.

გადარჩენილებს ვულოცავ გადარჩენას... დახურულებს კი არა, დახურვისათვის განწირულებს ვუსურვებ გამბედაობას და სიმხნევეს.

მენეჯერებს ვეკითხები - ბორდის სიტყვა კანონი არაა, აღარაა თუ როგორაა?

მოკლედ, აბსურდი მგონია ეს ყველაფერი!

და ვკითხულობ ირონიით - მე რა ვქნა, მე?!“, - წერს ტაბლიაშვილი. 

სხვა სიახლეები