ნარჩემაშვილი: პრემიერი არ არის ვალდებული, რომ გათვითცნობიერებული იყოს საგამოძიებო ნიუანსებში

  • 17 თებერვალი 16:06
  • 803

პატრიარქის განცხადების შემდეგ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი კახა ნარჩემაშვილმა გააკეთა. დეპუტატის თქმით, პრემიერმინისტრი არ არის საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი და არ არის ვალდებული ინფორმირებული იყოს საგამოძიებო ნიუანსებში.

„პრემიერმინისტრის არ არის საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელი, ის არის პოლიტიკური ფიგურა, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და არ არის ვალდებული, რომ გათვითცნობიერებული იყოს საგამოძიებო ნიუანსებში. შესაძლებელია მისი კვალიფიკაცია, როგორც პოლიტიკოსისა, არ იძლეოდეს საშუალებას, რომ მაინც და მაინც ჩაიხედოს საქმის საგამოძიებო დეტალებში. შეცდომა არ დაუშვია, პრემიერი არის პოლიტიკური ფიგურა და არ არის ვალდებული, რომ დეტალურად მიმოიხილოს საქმის მასალები“,-განაცხადა ნარჩემაშვილმა.

სხვა სიახლეები