ლომიძე: მოიხსნას გაუთქმელობის პირობა და დაცვის მხარეს მიეცეს საშუალება, პასუხები გასცენ ყველა ბრალდებას

  • 17 თებერვალი 15:37
  • 537

სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად  „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ იურისტი მივიდა.  ეკა ლომიძის განცხადებით, ორგანიზაციამ მიმართა პროკურატურას, გააუქმოს გაუთქმელობის  მოთხოვნა, რათა დაცვის მხარეს მიეცეს საშუალება, არგუმენტირებული პასუხი გასცენ ბრალების მხარეს.

„მოიხსნას ის გაუთქმელობის ხელწერილი და მოიხსნას გაუთქმელობის პირობა, რომელიც ხელმოწერილი აქვს დაცვის მხარეს, შესაბამისად მისცეს საშუალება, გაავრცელონ და არგუმენტირებული პასუხები გასცენ აბსოლუტურად ყველა ბრალდებას, რაც ისმის საზოგადოების მხრიდან, ასევე პროკურატურის მხრიდან. ამდენად ჩვენი მიმართვა ემსახურება სწორედ იმას, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ორმხრივი ინფორმაცია და შეძლოს საზოგადოებამ, შეაფასოს სწორად ის არგუმენტები, რასაც ბრალდების მხარე ამბობს“,-განაცხადა ლომიძემ.

სხვა სიახლეები