ესთეტიკური ცენტრი „Solo per te“ - სრულყოფილი სილამაზისთვის

  • 17 თებერვალი 15:16
  • 348

გვესაუბრება ესთეტიკური ცენტრის Solo Per Te ლაზეროთერაპევტი ნინო ჯოლია

როგორია დიოდური ლაზეროთერაპია ჭარბთმიანობის სამკურნალოდ?

- ეპილაცია დიოდის ლაზერით დღეისათვის არასასურველი თმის სამუდამოდ მოცილების ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდად არის მიჩნეული. დიოდური ლაზერის უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებით არის ის, რომ მისი გამოყენება უსაფრთხოა როგორც ღია, ასევე მუქი ფერის კანსა და თმის სტრუქტურაზე, რაც მეტად გავრცელებულია საქართველოში.

რა აპარატით კეთდება პროცედურა თქვენს კლინიკაში?

-ჩვენს ცენტრში პროცედურები ტარდება მსოფლიოში აღიარებული ოქროს

სტანდარტად წოდებული ულტრათანამედროვე გერმანული კომპანია „ASCLEPION“-ის მე–6 თაობის `Mediostar Next Pro`აპარატით.

რა უპირატესობა აქვს თქვენთან ჩატარებულ პროცედურას?

-Mediostar Next Pro წინა მოდელებთან შედარებით ხასიათდება გაუმჯობესებული მონაცემებით. შედარებით მაღალი ენერგია და გრძელი ტალღის სიგრძე საშუალებას იძლევა სელექტიურად უფრო ეფექტურად მოხდეს მოქმედება დერმაში განლაგებულ ყველაზე ღრმა ბიოსამიზნეზე, ამასთანავე კანის სხვა სტრუქტურები ხელშეუხებელი რჩება.

აპარატის უპირატესობები:

. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა ნებისმიერ ზონაზე . აპარატს გააჩნია ფუნქცია დაინახოს და მოაშოროს ნებისმიერი ტიპის თმა (მათ შორის, მუქი, ქერა, ჭაღარა და ნაზი თმის ღერები) . მუშაობს კანის ყველა ფოტოტიპზე . არ ტოვებს დეპიგმენტურ ლაქებს . თმის მოშორება შესაძლებელია გარუჯულ კანზეც . არ აღინიშნება თმის ჩაზრდა . კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი

. აქვს კანის გაგრილების ინტეგრირებული სისტემა (ყინულის ეფექტი)

რამდენი პროცედურაა საჭირო თმის სრულად მოცილებისთვის?

-პროცედურის ეფექტრურობა დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე. საშუალოდ 5–6 პროცედურა სრულიად საკმარისია კარგი შედეგის მისაღებად.

რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა პროცედურამდე და მის შემდეგ?

– არის გარკვეული ჩამონათვალი რჩევებისა, რომელიც აუცილებელია გაითვალისწინოს პაციენტმა პროცედურის ჩატარებამდე:

1. ეპილაციის ზონა სრულიად თავისუფალი უნდა იყოს თმისაგან.

2. პროცედურის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი სოლარიუმის ვიზიტიდან 2–3 დღის ინტერვალში.

3. პროცედურა არ ტარდება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

რამდენად მოგმართავენ ჭარბთმიანობის სამკურნალოდ მამაკაცები? გაქვთ თუ არა მათთვის რამე განსაკუთრებული სპეციფიკა?

-საქართველოში მამაკაცების მხრივ ლაზერულ ეპილაციაზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. უმეტესად სპორტსმენები მიმართავენ ესთეტიკურ კაბინეტებს.ზონებს შორის მამაკაცებში, ერთ–ერთი მოთხოვნადი ღაწვების ზონააა. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, უთქვამთ, მაგრამ ASCLEPION-ის ბოლო თაობის აპარატით ჩატარებული პროცედურები სრულიად უმტკივნეულოა, რაც მამაკაცების მომართვიანობის ერთ–ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

საგაზაფხულოდ ხომ არ გაქვთ რამე შეთავაზება თქვენი მომხმარებლებისთვის?

* მუდმივად ვთავაზობთ მომხმარებლებს აქციებს, განსაკუთრებულ სერვისსა და მყუდრო გარემოს. თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდს და სიახლეებს შეიტყობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ფასები ხელმისაწვდომია, ხოლო შედეგი - გარანტირებული.

ესთეტიკური ცენტრი „Solo per te“

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 62 (შესასვლელი ბერძენიშვილის ქუჩის მხრიდან)

(032) 2 43 49 94 / (995) 591 41 77 77

https://www.facebook.com/SoloPertTeGe/

[R]

სხვა სიახლეები