შსს: სამართალდამცველებმა სარფის საზღვარზე „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

  • 17 თებერვალი 14:27
  • 945

შსს-ს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გ.გ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. 1981 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოდიოდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით)“, - აცხადენს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ახალი ამბები

2969 სტატია

სხვა სიახლეები