დეკანოზ გიორგი მამალაძესთან „მატროსოვის ციხეში“ ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე შევიდა

  • 17 თებერვალი 14:17
  • 863

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, ე.წ. მატროსოვის ციხეში, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა შევიდა. მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკლესიის წინაშე აქვს დიდი დამსახურება.

„პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის და ნამდვილად ბევრი სიკეთე და დამსახურება გააჩნია მას დედაეკლესიის წინაშე. მე ვფიქრობ, შეიძლება განვიხილოთ ორი შემთხვევა სულიერი შეფასებით. ერთ - აუცილებლად აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი მამაო, რომელიც ცხონდა და  პირველი შევიდა სასუფეველში, ან ეს დაშვებული განსაცდელი და მასზე ცილისწამება, მას სულის საცხონებლად ეყოფა“,-განაცხადა მეუფე პეტრემ.

სხვა სიახლეები