ტრამპმა მედიას „ანტირუსული კამპანიის“ გატარებაში დასდო ბრალი

  • 17 თებერვალი 13:46
  • 1320

აშშ- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, რომელიც პირველი ასეთი სახის პრესკონფერენცია იყო მისი ინაუგურაციის შემდეგ. მისი მრჩევლის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სკანდალის ფონზე, რუსეთის თემა პრესკონფერენციის განმავლობაში დომინირებდა

პრეზიდენტმა ტრამპმა, უარყო გავრცელებული ინფორმაცია რუსეთთან მისი ადმინისტრაციის შესაძლო კავშირების შესახებ და ესამერიკული მედიის ანტირუსულ კამპანიასმიაწერა. მისი თქმით, აშშ-სთვის უფრო მარტივიც კი იქნებოდა, რომ რუსეთთან მიმართებით უფრო მტკიცე პოლიტიკა გაეტარებინა, თუმცა ეს გლობალურ ინტერესებს ეწინააღმდეგება

რუსეთზე საუბრისას ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ჯერა არ იცის გამოუვა თუ არა მას მოსკოვთან ურთიერთობების დალაგება

შეიძლება პუტინი ფიქრობს, რომ ის ვერ მიაღწევს ჩემთან შეთანხმებას, რადგან ეს ჩემთვის პოლიტიკური თვალსაზრისით არაპოპულარული იქნება“, - განაცხადა ტრამპმა და ამაში ბრალი მედიას დასდო. მისი თქმით, შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, სწორედ მედიისანტირუსული კამპანიისგამო ვერ მოხერხდეს

სხვა სიახლეები