თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს

  • 17 თებერვალი 14:03
  • 1339

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამასთან საუბრის ჩანაწერი დამონტაჟებულია

„იქ, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა, არის დაახლოებით ორსაათიანი საუბარი და დაყვანილია ნახევარ საათამდე. თუ იქიდან არის ჩანაწერი, ამ ტექსტების დიდი ნაწილი იქ არ ყოფილა და იმ პრობლემებზე საუბარი, რომელზეც იქ იყო, ამ ჩანაწერში არ არის.  ეს ჩანაწერი საიდან იქნა ამოღებული, მე არ ვიცი.

სამ-ოთხ ადგილზე შევხვდი გვარამიას, საჯარო ადგილებში და ერთხელ შევხვდი ოჯახში იყო. მე არ ვიცი ვის რა განზრახვა ჰქონდა და იმ ადამიანმა, ვისთანაც მოგვიწია შეხვედრა, რა ინტერპრეტაცია მისცა, ან გვარამია რა ინტერპრეტაციას აძლევს, მაგრამ ის, რაც თქვა გვარამიამ, ამასაც ვადასტურებ, ნამდვილად თქვა, რომ თუ რამე პრობლემებზე ისაუბრებ, ჩვენგან გვერდში დგომა გექნება, ეს ნამდვილად იყო. ამის მეტი ჩემთან საუბარი, რაიმე ამ ტიპის შემოთავაზებაზე, უბრალოდ სასაცილოა, არც ურთმელიძეზე, რა შუაშია ურთმელიძე. დარწმუნებული ხართ, რომ ეს ნამდვილად იქ არის ჩაწერილი“,-განაცხადა ახვლედიანმა.

სხვა სიახლეები