ქეთევან ქარდავა: გიდასტურებთ სააკაშვილის პატრიარქთან შეხვედრას, ყოფილმა პრეზიდენტმა მოინახულა ილია მეორე დედასთან ერთად

  • 17 თებერვალი 13:25
  • 2501

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უწმინდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ბერლინის კილიკაში შეხვდა და მისთვის პრობლემა არავის შეუქმნია. ამის შესახებ ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში წერს.

„ფეისბუქზე მივიღე უამრავი წერილი. ქალბატონო ქეთევან, ჩვენ ვიცით და დაგვიდასტურეთ, რომ სააკაშვილი პატრიარქთან არ შეუშვესო და პატრიარქმა გამოაგდოო. მე გიდასტურებთ სააკაშვილის პატრიარქთან შეხვედრას. ყოფილმა პრეზიდენტმა მოინახულა ილია მეორე დედასთან ერთად. არავის პრობლემა მისთვის არ შეუქმნია.

პატრიარქს აწვდიან ინფორმაციას სტუმრების შესახებ და ილია მეორე მათ იღებს. პალატასთან მყოფმა პირებმა გვითხრეს, რომ ილია მეორემ სიხარულით მიიღო სააკაშვილი და მათ ისაუბრეს. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილმა კომენტარიც გააკეთა. როგორ დაგიდასტუროთ, რომ არ შეხვდა? ფოტო და ვიდეო მასალა იხ. პირველი არხის საიტზე ან ჩემს გვერდზე. მადლობა ყველას“, - წერს ქეთევან ქარდავა „ფეისბუქზე“.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები