„ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ივანიშვილს შეუძლია მანიპულირება მოახდინოს ისეთი მგრძნობიარე თემებით, როგორიც არის ეკლესია და ადამიანების რწმენა“

  • 17 თებერვალი 12:42
  • 2084

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა გააკეთა. დეპუტატის თქმით, განვლილმა წლებმა დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად,  შეუძლია ძალიან მარტივად მანიპულირება მოახდინოს ისეთი მგრძნობიარე თემებით, როგორიც არის ეკლესია.

„ამ ოთხმა წელმა დაადასტურა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად წამსვლელია ნებისმიერ უმსგავსო ქმედებაზე. მას შეუძლია ძალიან მარტივად მანიპულირება მოახდინოს ისეთი მგრძნობიარე თემებით, როგორიც არის ეკლესია, როგორიც არის ადამიანების რწმენა და რელიგია“,-განაცხადა მინაშვილმა.

სხვა სიახლეები