რატიანი: ხელისუფლებას სურს დაიქვემდებაროს ეკლესია და იქ მართოს პროცესები

  • 17 თებერვალი 12:30
  • 3116

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საქართველოს პროკურატურისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. სერგო რატიანი განცხადებით, ხელისუფლება ერევა ეკლესიის საქმეებში და ფაქტობრივად  სურს დაიქვემდებაროს ეკლესია და იქ მართოს პროცესები.

„პროკურატურისა და ხელისუფლების განცხადებები არავიში არ იწვევს სანდოობას და არავისთვის არ არის დამარწმუნებელი, პირიქით წინა გამოცდილებებიდან და ახლანდელი ქმედებიდან, მათ მოახდინეს საკუთარი თავის დისკრედიტაცია და ყველასთვის ცხადი არის, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა უტიფარი ტყუილები. მანამდეც, არაერთხელ განუცხადებია პროკურატურას გარკვეული ბრალდებები, რომელიც შემდეგში გაქარწყლებულა, ამიტომ ყველასათვის ცხადი არის, რომ დღეს პროკურატურის განცხადებების ნდობა არავის არ აქვს. მსგავსი განცხადებები რეალურად არის ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევა და ეს არის ფაქტობრივად საბჭოთა ტრადიცია და ასევე თანამედროვე რუსული ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება ერევა ეკლესიის საქმეებში და ფაქტობრივად მას სურს დაიქვემდებაროს ეკლესია და იქ მართოს პროცესები“,-განაცხადა რატიანმა.

სხვა სიახლეები