რუსთავში, სავარუდოდ გაზით ინტოქსიკაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

  • 17 თებერვალი 12:41
  • 398

რუსთავში, სავარაუდოდ გაზით ინტოქსიკაციით, 21 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ირაკლი დანელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა გაზის წყლის გამათბობელმა გამოიწვია.

როგორც news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

2325 სტატია

სხვა სიახლეები