საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს

  • 17 თებერვალი 12:02
  • 315

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც დღეს დაიწყება. საერთაშორისო კონფერენციას მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრება.

კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოში არსებულ კრიზისებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელებენ. ფორუმის დღის წესრიგშია ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი; ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა; რუსეთთან ურთიერთობა; სირიაში მიმდინარე მოვლენები და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

კონფერენციაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს.

კონფერენციის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენცია 19 თებერვალს დასრულდება.

 

სხვა სიახლეები