„უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ დეკანოზ გიორგი მამალაძეს“

  • 17 თებერვალი 11:06
  • 3905

ცოტნე გამსახურდია ვარაუდობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ქოცები ჩასვრილი ბავშვებივით იბლუკუნებენ და ისევ საზოგადოებას დაადანაშაულებენ, იტყვიან: ეგ ნატრიუმის ციანიდი ყოფილა ხატების მოსაოქროვებლად, ჩვენ კალიუმისაში აგვერიაო. დიდი ამბავი, შუბლის ძარღვი მაინც არცერთს არა აქვს, უწინდელ "რეჩებს" საქართველოს ხსნაზე ეგრევე გადაასხვაფერებენ... საპატრიარქოში კულუარული ბრძოლა გაგრძელდება, პატრიარქმა არ მიატოვა საკუთარი ძმისშვილი - მეუფე დიმიტრი, მამალაძის პატრონი და მფარველი. და მთავარი კითხვა:

რა ბედი ეწევა დეკანოზ მამალაძის წერილს, იქ აღწერილ ფაქტების ფიგურანტებს და დაიწყება თუ არა რეაგირება ეკლესიაში გამეფებული მაფიის ქმედებებზე...? ალბათ კითხვა რიტორიკულია, მაგრამ მაინც მთავარია ქვეყნისათვის!

ვანგობაზე პრეტენზია არ მაქვს“,-წერს გამსახურდია.

სხვა სიახლეები