"საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიების მიერ გაცემულ პასუხებს"

  • 17 თებერვალი 00:24
  • 537

ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება გამოძიებისთვის დამაზიანებელია.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება გამოძიების საბოლოოდ დასრულებამდე, არის დამაზიანებელი თავად გამოძიებისათვის.

მე პირადად თავს შევიკავებ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებისგან. მთავარია, ჩვენ არ ვიჩქაროთ, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა გასცეს საბოლოო პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც გვაქვს ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიების მიერ გაცემულ პასუხებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სხვა სიახლეები