მიხეილ სააკაშვილი: დედაჩემთან ერთად შემოვუარე უწმინდესს და ვუსურვე ჯანმრთელობა

  • 16 თებერვალი 20:25
  • 1785

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.

სააკაშვილი „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ იმყოფებოდა, სადაც პატრიარქს რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა.

მიხეილ სააკაშვილი ილია მეორის სანახავად დედასთან ერთად იმყოფებოდა.

"დედაჩემთან ერთად შემოვუარე უწმინდესს და ვუსურვე ჯანმრთელობა. არაფრის შეფასება არ მინდა. ჩემი მიზანი იყო უწმინდესის მონახულება და ვბრუნდები კარგ ხასიათზე, იმიტომ რომ კარგად გადაიტანა. ყოჩაღ."- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სხვა სიახლეები