გია ვოლსკი: შეიძლება გამოძიებამ დაადგინოს, რომ დაკავებულს ციანიდი გასაყიდად მიჰქონდა

  • 16 თებერვალი 20:08
  • 1692

შეიძლება გამოძიებამ დაადგინოს, რომ დაკავებულს ციანიდი გასაყიდად მიჰქონდა და ვიღაცამ ის შეუკვეთა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოსადმი სერიოზული დარტყმის მიყენების პერსპექტივა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება ზუსტად ასახავს საქმის მიმდინარეობას. სანამ საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, ნებისმიერი საუბარი იმის შესახებ ბოროტმოქმედების სამიზნე სასულიერო პირია, თუ სამოქალაქო პირი, ზედმეტია. ეს თემა არის ძიების პროცესში. რაც შეეხება ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას, მე მხოლოდ გავიმეორებ იმას, რომ ფაქტია, ადამიანი დაკავებულია იმის გამო, რომ მან შეიძინა ციანიდი და მიემგზავრებოდა გერმანიაში, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდებოდა. ეს არის მოცემულობა. გამოძიება დაადგენს, ვინ იყო შესაძლო მოწამვლის მსხვერპლი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საქმეში, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული, პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბარი არ არის.

სხვა სიახლეები