გოგა ხაინდრავა: ქიბარ ხალვაში თავის ქონებას ითხოვს

  • 16 თებერვალი 15:17
  • 683

რეჟისორის გოგა ხაინდრავას შეფასებით, ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის წილს სამართლიანად ითხოვს, რადგან მას კრიმინალებმა ტელეკომპანია ძალით წაგლიჯეს.

მისი თქმით, "სასამართლოზე და ქართულ საზოგადოებაზე აღვირახსნილი ძალადობრივი შეტევა მიმდინარეობს ბოროტმოქმედების მხრიდან, რომელსაც სათავეში კრიმინალი გვარამია, სააკაშვილი და ადეიშვილი უდგანან".

"გვარამია არის კრიმინალი, რომელიც ქრთამით, ძალადობით ცდილობს დათრგუნოს ქართული მართლმსაჯულება და ეს გამოსდის, რადგან მას მხარს უჭერს ე.წ. თავისუფალი პრესა. ის, რაც ხდება, არის აღვირახსნილი ზეწოლა, კრიმინალის ზეიმი ქვეყანაში, რომელის განახორციელებას "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთა ცდილობს, ასევე ჩართულები არიან ე.წ. ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, უმეცრები, რომელებმაც ვერსად ვერაფერს ვერ მიაღწიეს და ყველამ "პრავდა 2"-ში მოიყარეს თავი.

ქიბარ ხალვაში თავის ქონებას ითხოვს. ძალიან კარგად ვიცით, რომ მოპარეს, წაართვეს და დღეს ქონებას ფლობს პირადად მიხეილ სააკაშვილი. ეს იციან იმ ფარისევლებმაც, რომლებიც "პრავდა 2"-ის ეთერში სხედან, ეკლესიაში მოკლათებულმა ე.წ.იერარქებმაც, მაგრამ ერთი დავალება აქვთ და ერთ ამოცანეს ასრულებენ", - განაცხადა ხაინდრავამ "პირველთან" საუბარში.

ცნობისათვის, დღეს გავრცელდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში, ხალვაშის მხარემ სამართლიანობის აღდგენას ვერ მიაღწია, რადგან მოპასუხე მხარე სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდა.

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში 2005 წლის დეკემბრამდე, "რუსთავი 2"-ის წილის 90% მფლობელი იყო. ხალვაში ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად სასამართლო დავას აწარმოებს.

სხვა სიახლეები