„ალფას“ გენერალური დირექტორი: კერძო დაზღვევის ბენეფიციარებს 1-ელი მარტიდან საყოველთაო დაზღვევა გაუუქმდებათ

  • 16 თებერვალი 14:57
  • 378

სადაზღვევო კომპანიები მთავრობის მიერ, 9 თებერვალს მიღებულ  73-ე დადგენილებას აპროტესტებენ და დოკუმენტის გადახედვას ითხოვენ. ცვლილებების მიხედვით, კერძო კომპანიაში დაზღვეული პირი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს, ბენეფიციარმა ერთერთი უნდა აირჩიოს. სადაზღვევო ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებსაც დააზარალებს.

 „კერძო დაზღვევის ბენეფიციარებს 1-ელი მარტიდან გაუუქმდებათ საყოველთაო დაზღვევა, მაშინ როცა მათი კერძო დაზღვევის პოლისში მოაზრებულია საწყისად რისკები საყოველთაო დაზღვევის, რაზეც დაშენებულია კერძო დაზღვევის პოლისი“,-განაცხადა სადაზღვევო კომპანია „ალფას“ გენერალურმა დირექტორმა მაკა სოლოღაშვილმა.

სხვა სიახლეები