ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა

  • 16 თებერვალი 11:03
  • 174

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

„ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში შემავალ სხვა მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის გზებზე მოძრაობა შეუზღუდავად ხდება. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები“, - აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

ახალი ამბები

2665 სტატია

სხვა სიახლეები