დიღმის რაიონის ნაწილს დღეს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

  • 16 თებერვალი 10:10
  • 522

დიღმის რაიონის ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეუწყდა.  ”ყაზტრანსგაზ-თბილისი”-ს ცნობით, დღეს, 03:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა დიღმის რაიონში, დიდი დიღომი, მირიან მეფის 5, 11 და 5, 17 საცხოვრებელ კორპუსებს.

გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

”შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის”, - აცხადებენ კომპანიაში.

სხვა სიახლეები