დედა სიდონია მის მიმართ გავრცელებულ და პირად ნომერზე მიწერილ მუქარებზე საუბრობს

  • 16 თებერვალი 00:31
  • 1155

დედა სიდონია მის მიმართ გავრცელებულ და პირად ნომერზე მიწერილ მუქარებზე საუბრობს. მისი განცხადებით, გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში, კონკრეტულად კი გადაცემა არჩევანში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ერთ-ერთი ვებ გვერდის საშუალებით გავრცელდა მუქარის შემცველი განცხადება.

დედა სიდონიამ პირადად მისთვის მიწერილ მუქარის შეტყობინებაზე დეტალურად დღეს არჩევანის ეთერში ისაუბრა.

„ხომ არ ფიქრობთ რომ აჩქარდით, ნამდვილად არასასიამოვნო და არადამაჯერებელი განცხადებები გააკეთეთ და სად? რუსთავი 2-ის ეთერში. ტელევიზია, რომელიც ..(რუსთავი 2-ის ლანძღვა) ... შეგახსენებთ, რომ ქვეყანა ინგრევა და სიდონიას არ მოსწონს ხელისუფალნი, აუცილებლად გინახულებთ და ამიხსნით ყველაფერს რა, რატომ? დღეს ეკლესიაში ყველა თქვენზე საუბრბდა, რომ არ უნდა განსაჯო და პირიქით, რომ ვაი უბედურო საქართველო საით მიდიხარ. პატრიარქის სიყვარულის გამო, რომ დღესვე ვერ მოგინახულებთ, ტელეფონზე მიპასუხებთ იმედია ახლო მომავალში,“ - წერია დედა სიდონიას მიერ მიღებულ წერილში.

დედა სიდონია აპირებს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.

სხვა სიახლეები