გიორგი კვირიკაშვილი ბერლინის კლინიკაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მოინახულებს

  • 15 თებერვალი 23:06
  • 609

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინის კლინიკაში ხვალ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მოინახულებს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს.

მთავრობის მეთაური გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება, თუმცა, დაგეგმილზე ადრე, ბერლინში, პატრიარქთან შესახვედრად ჩავა.

ცნობისათვის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, პატრიარქი ორშაბათს საქართველოში დაბრუნდება.

სხვა სიახლეები