ძალოსნობის ფედერაცია: თბილისის ღია პირველობამ ჩემპიონატის ისტორიაში მონაწილეების მხრივ, რეკორდი დაამყარა

  • 15 თებერვალი 23:08
  • 1937

თბილისის ღია პირველობის ბოლო დღე დასრულდა. ძალოსნობის ფედერაციის განცხადებით, მონაწილეების მხრივ ტურნირი რეკორდული აღმოჩნდა - ჩემპიონატში 120-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

ტურნირი, რომელიც საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ თბილისის მერიასთან ერთად ჩაატარა, მომდევნო სეზონზეც გაიმართება. ჩემპიონატში ძალოსნები 15 და 17-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდნენ.

ძალოსნობის ფედერაცია აცხადებს, რომ ტურნირის მესამე დღე საინტერესო იყო და პირველობის შედეგებს აქვეყნებს:

15-წლამდელები

77 კილოგრამი. 1. გიორგი კირვალიძე (საჩხერე), 168 (78+90), 2. საბა ანთაური (თბილისი, ოლიმპიური ცენტრი), 160 (70+90), 3. საბა ხუროძე (ქუთაისი), 135 (60+75).

85 კილოგრამი. 1. ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი), 235 (105+130), 2. ვანო ქაზუმაშვილი (დუშეთი), 154 (68+86), 3. გიორგი ბიბილაშვილი (თბილისი), 97 (47+50).

+85 კილოგრამი. 1. თენგიზ კუჭავა (ქუთაისი), 230 (115+115), 2. მიშა ადამია (თბილისი), 155 (70+85), 3. ნიკა შენგელია (თბილისი), 147 (62+85).

17-წლამდელები

77 კილოგრამი. 1. ზურა არელაძე (საჩხერე), 252 (110+142), 2. ედუარდ კაკაბაძე (ქუთაისი), 251 (114+137), 3. ალკაზარ გოგიტიძე (ხელვაჩაური, ოლიმპიური ცენტრი), 218 (103+115).

85 კილოგრამი. 1. ვიტალი სირაძე (საჩხერე), 230 (105+125), 2. ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი ), 226 (98+128), 3. ირაკლი გაბაძე (საჩხერე), 207 (92+115).

94 კილოგრამი. 1. ზაზა ლომთაძე (ქუთაისი), 245 (110+135), 2. აკაკი ტალახაძე (საჩხერე), 226 (101+125), 3. მათე კუჭაშვილი (ჭიათურა), 196 (91+105).

+94 კილოგრამი. 1. თორნიკე ტაბატაძე (ხაშური, ოლიმპიური ცენტრი), 290 (130+160), 2. თორნიკე კაპანაძე (საჩხერე), 190 (85+105), 3. მიხეილ ლაცაბიძე (თბილისი), 137 (57+80).

სინკლერი

15-წლამდელები

1. გურამ გიორბელიძე (ქუთაისი), 313 ქულა, 2. ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი), 281, 3.თენგიზ კუჭავა (ქუთაისი), 251.

17-წლამდელები

1. არჩილ მალაყმაძე (ხელვაჩაური), 360, 2.კახი ასანიძე (თბილისი), 336, 3. ზურა ბარელაძე (საჩხერე), 334

ახალი ამბები

3136 სტატია

სხვა სიახლეები