ევრო 2012-ში იტალია-გერმანიის გუშინდელი მატჩის დასრულების და იტალიის გამარჯვების შემდეგ, "ფეისბუქში" გავრცელდა ფოტო, რომელზეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საკუთარი ქვეყნის გუნდის დამარცხების გამო ტირილამდეა მისული.
Semih Topaloglu-ს გავრცელებული ფოტო ბოლო 8 საათის მანძილზე 1000-ზე მეტმა იუზერმა გაიზიარა და 5 000-ზე მეტმა მოიწონა.
"ეს მაპის არმოცემისთვის", "ევროპის ბებო ევროპის ბაბუმ აატირაა"," ჰოჰოჰოჰოჰოჰო! რას ამბობ, მარიო მონტიმ ხო ჩაგიკუჭა ჯიბეში!", "ღვარძლიანი კაცი ვარ! არ მეცოდება! ესა და სარკოზი გვიკეტავდა ყოველთვის ნატოს კარს!! :((((", ოოოოოოოოოოოოოოოო, ამად კი ღირდა იტალიის მოგება:))))) აბა რა ეგონა ნატოში რომ არა გვითხრა ღმერთმა დასაჯა:))))))))))))", "შენ რომ ჩვენთვის მაპი არ მოგიციაო?" - წერენ ქართველი "ფეისბუქელები".
ცნობისთვის, გუშინ, Euro 2012-ის ნახევარფინალი შემდეგი ანგარიშით დამთავრდა:
გერმანია-იტალია 1:2
გოლები: 0:1 ბალოტელი (20), 0:2 ბალოტელი (36), 1:2 იოზილი (90+2, პენალტით).
სხვა სიახლეები
