„ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, ეკლესიის პრობლემებზე რომ საუბრობს, თვითონ თუ ქმნიდნენ ხოლმე პრობლემებს“

  • 15 თებერვალი 14:26
  • 766

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს მიერ, „რუსთავი2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს, მეუფე იაკობი ბერლინიდან გამოეხმაურა. მეუფე იაკობი მოუწოდებს მეუფე პეტრეს, თუ კი მას აქვს ინფორმაცია რაიმე დარღვევებთან დაკავშირებით, ამის შესახებ წერილი სინოდში შეიტანოს. მეუფე იაკობის განცხადებით, ვიღაცის დაკვეთაა, რომ საპატრიარქოში დისონანსი შეიტანოს.

„მეუფე პეტრეს შეუძლია დაწეროს და შემოიტანოს სინოდში ან პირადად გვითხრას. ეტყობა მეუფე პეტრეს კურირებს და მეუფე პეტრეს აქვს პრობლემა მაგ ადამიანთან. ჩემ საქმეში პატრიარქის გარდა, ვერავინ ვერ ერევა. ეკლესია გახსნილია ისედაც, არასდროს არ დუმს თუ რამე პრობლემაა ქვეყანაში თუ შიგნით, მაგრამ მე ახლა ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, ეკლესიის პრობლემებზე რომ საუბრობს, თვითონ თუ ქმნიდნენ ხოლმე პრობლემებს. უშუალოდ მეუფე პეტრეს არ ვგულისხმობ, მაგრამ სხვები ვნახე მასეთი. ეს ვიღაცების დაკვეთაა ეტყობა, ჩვენთან დისონანსს ვერ შემოიტანენ, საკმაოდ ძლიერი ორგანიზმი ვართ და აბსოლუტურად ყველას გავცემთ პასუხს და თავის ადგილს მივუჩენთ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

სხვა სიახლეები