სამეგრელოში თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

  • 15 თებერვალი 14:19
  • 580

სამეგრელოში დილიდან გადაუღებლად თოვს, რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტბში საგანგებო შტაბები მუშაობენ, რომლებსაც კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილი შტაბი უწევს. ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.  

გაწმენდითი სამუშაობი ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრაურ გზებზე და მაღალი ზონის სოფლებში. ამ წუთებში გზები იწმინდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში: ინგირი-ანაკლიის, ნარაზენის, ცაიშის, კორცხელის, ტყაიას, ნაცატუს, ჩხორიას, ცაცხვის, ჭაქვინჯის მიმართულებით. 

თოვლის საფარისაგან იწმინდება ზუგდიდი–ჯიხაშკარი– ჩხოროწყუ, ზუგდიდი–წალენჯიხა–ჩხოროწყუ–სენაკი, მარტვილი–ტალერი–ჩხოროწყუს მიმართულებით. გზების გაწმენდა უახლოეს დროში დაიწყება ფახულანის მიმართულებით. 

ქალაქ ზუგდიდში დიდთოვლობის გამო ყინულის სახლის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა, ამჯამად მწვანე ნარგავების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგია უწყვეტლივ მიეწოდება მოსახლეობას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს. 

მუნიციპალიტეტში ადგილი არ ჰქონდა მოსახლეობის მომართვიანობას საცხოვრებელი სახლების დაზიანებასთან დაკავშირებით.

სხვა სიახლეები