მამუკა არეშიძე: ბრალდება, რომ შორენა თეთრუაშვილმა მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, სიცრუეა

  • 15 თებერვალი 13:35
  • 1833

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, სიცრუეა გაჟღერებული ბრალდება, თითქოს შორენა თეთრუაშვილმა მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შორენა თეთრუაშვილზე რაც გაჟღერდა, მოსმენილი მაქვს ეგ ისტორია. ის ბრალდება, რომ შორენა თეთრუაშვილმა მონაწილეობა მიიღო მკვლელობაში, სიცრუეა, თუმცა იქ არის რაღაც საკითხები, რაც მეტ მკაფიოობას საჭიროებს და პასუხია გასაცემი.

ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ, მე სამწუხაროდ, ვერ ვხედავ წმინდა სინოდში ბევრ საეკლესიო პირს, ვისაც უნდა, რომ სიტუაცია დარეგულირდეს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

ახალი ამბები

2380 სტატია

სხვა სიახლეები