მამუკა არეშიძე: თუ მამა გიორგი მამალაძის წერილის ავთენტურობა დადასტურდა, მისი შინაარსი სარწმუნოა

  • 15 თებერვალი 13:10
  • 1056

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ეკლესიისთვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით, მოკვლევა აუდიტმა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არსებობს კითხვა, გენერალურ პროკურორს არც ერთხელ არ უთქვამს, რომ თავდასხმა მაინცდამაინც პატრიარქზე არ ხორციელდებოდა, აქ იყო საუბარი უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირზე და რატომღაც იყო აღქმული პატრიარქზე. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება დაეჩვია ინტრიგებში ცხოვრებას და კარგად ერკვევა ამ სქემაში“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისი თქმით, პროცესები გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებას ანგარიში უნდა გაეწიოს. მამუკა არეშიძე ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს მიერ ბოლშევიკების დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზეც საუბრობს.

„ეკლესიის მიმართ ქონების დაბრუნების პროცესში, მავანს გაეღვიძა ქვენა ვნებები და როგორც ჩანს, ხელის მოთბობა მოინდომა.

საპატრიარქოში რასაკვირველია, არის გარკვეულ წრეებში დაპირისპირება და მცდელობა იმის, რომ ახლოს იყვნენ ამ ქონებასთან, უბრალოდ, ჩვენ ეს არ მოგვწონს, რადგან ეკლესია ითვლება ბევრად უფრო სუფთად.

გვახსოვს სკანდალები, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა საპატრიარქოში. რაც შეეხება მამა პეტრეს განცხადებებს, ერთი რამის თქმა მინდა: „ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს, რომ იწველებოდეს“. სხვებს არ უნდა დააბრალონ ის, რაშიც თავადაც ერევიან. სამწუხაროდ, ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ყველაფერს არ ვიტყვი, არ მინდა მონაწილეობა მივიღო დისკრედიტაციაში.

მე ვიცოდი, ვინ იყო მამალაძე, ვიცოდი მისი ურთიერთობის ამბები მეუფე დემეტრესთან. ქონების არასწორ განკარგვასთან დაკავშირებით, მასზე მე აუგი არ გამიგია.

თუ მამა გიორგი მამალაძის წერილის ავთენტურობა დადასტურდა, მისი შინაარსი სარწმუნოა და სჭირდება სერიოზული შემოწმება.

სინოდის ზოგიერთი წევრი წინააღმდეგია, რომ მოხდეს აუდიტის მიერ შემოწმება იმ ქონების, რაც ეკლესიას გადაეცა, მე კი ვფიქრობ, რომ უნდა შემოწმდეს, დასასჯელი დაისაჯოს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

ახალი ამბები

2981 სტატია

სხვა სიახლეები