გედევან ფოფხაძე: ის, რაც ეკლესიაში ხდება, არ უნდა იყოს ეკლესიის მტრებთან განსახილველი

  • 15 თებერვალი 12:40
  • 1736

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, არანაირი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარება არაა იმაზე მნიშვნელოვანი, რასაც ეკლესიის სახელისა და სიწმინდის გაფრთხილება ჰქვია.

ამის შესახებ მან პორტალ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფოფხაძე ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე საჯარო განცხადებების გაკეთებას ეხმაურება და საზოგადოებას წლების მანძილზე, ეკლესიის დისკრედიტაციის მაგალითებს ახსენებს. ფოფხაძეს მიაჩნია, რომ ის, რაც წმინდა სინოდის გადასაწყვეტია, საჯარო დისკუსიის საგნად არ უნდა იქცეოდეს.

„ყველას აქვს უფლება, სადაც უნდა, იქ დააფიქსიროს თავის პოზიცია, მაგრამ ის, რაც ეკლესიაში ხდება, ჩემი აზრით, უნდა იხილებოდეს წმინდა სინოდში და არა ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ში.

გავიხსენოთ ყველამ კარგად, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს. ხდებოდა ეკლესიის დისკრედიტაცია, სახელის და იმიჯის შელახვა.

ის, რაც ეკლესიაში ხდება, არ უნდა იყოს ეკლესიის მტრებთან განსახილველი. უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ყველაზე ღირებული გაგვაჩნია, ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტი ზუსტად რომ, მართლმადიდებლობაა, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია ზოგიერთი ეპისკოპოსის საჯარო განცხადებები, თუმცა ეს მათი უფლებაა. ჩემი პოზიცია კი ის არის, რომ ეს სინოდის შიგნით სალაპარაკო საკითხებია", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ახალი ამბები

3164 სტატია

სხვა სიახლეები