სინოპტიკოსები მაღალმთაში ქარბუქს და გზებზე ლიპყინულს პროგნოზირებენ

  • 15 თებერვალი 12:31
  • 605

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 თებერვალს საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი და ძირითადად თოვლიანი ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში 0, +5 გრადუსი იქნება. დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ახალი ამბები

2620 სტატია

სხვა სიახლეები