"რეალური ძალაუფლება აქვს სინოდს და არანაკლები ვიდრე პატრიარქს"

  • 15 თებერვალი 09:18
  • 2562

თუ მართლა ისეა საქმე, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მართავს საპატრიარქოში ცუდად ყველაფერს და საქმეს აფუჭებს, მაშინ 47 თუ 48 ეპისკოპოსია და გამოდის, მათი დანაშაული ყოფილა, - ამის შესახებ მამა თეოდორე გიგნაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”, შორენა თეთრუაშვილის მიმართ ზოგიერთი სასულიერო პირის მოსაზრებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, პატრიარქი არის ძალიან აქტიური და შესაბამისად, შორენა თეთრუაშვილიც ძალიან აქტიური პიროვნებაა.

”ის თანამდებობა, რომელიც მას უკავია, ბუნებრივად ითხოვს აქტიურობას. პატრიარქი აქტიურია და მისი აქტიურობა განაპირობებს მდივან-რეფენერტის აქტიურობას. ის რომ აქტიური არ იყოს, ქაოსი იქნება საშინელი.

როცა კი სურვილი მაქვს პატრიარქთან შესვლის, ყოველთვის ვახერხებ მის ნახვას და არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მდივან-რეფერენტს ხელი შეეშალოს.

თუ მართლა ისეა საქმე, რომ შორენა მართავს იქ ცუდად ყველაფერს და საქმეს აფუჭებს მაშინ, 47 თუ 48 ეპისკოპოსია და მაშინ გამოდის, მათი დანაშაული ყოფილა.

მე მესმის, რომ ეს ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა საჯაროდ თქვა. მაშინ რა გამოდის, რომ ერთი მდივან- რეფერენტი მართავს ეკლესიას ძალიან ცუდად და რა გამოდის, მაშინ არც პატრიარქი არსებობს და არც 47 ეპისკოპოსი.

რეალური ძალაუფლება შორენას შეიძლება არ ჰქონდეს, ის არის მდივან- რეფერენტი. რეალური ძალაუფლება აქვს სინოდს და არანაკლები ვიდრე პატრიარქს”, - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.

სხვა სიახლეები