"მათ ძალიან აღშფოთებულებმა და გახარებულებმა საზეიმოდ განგვიცხადეს, რომ, თურმე, სახელმწიფოზეც იქნებოდა ეს დარტყმა, არა მარტო საპატრიარქოზე"

  • 15 თებერვალი 07:28
  • 4593

„ჩემთვის იყო მიუღებელი და არ შემიძლია, ეს არ ვთქვა, მხოლოდ საპატრიარქოს რომ არ შევეხოთ. პროკურატურის, მთავარი პროკურორის ბრიფინგის შემდეგ, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომ ბრალეულია და რეალურად არ უთქვამთ, არ დაუკონკრეტებიათ, ვის მიმართ იყო ეს.

ცოტა ხანში ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ბატონ პრემიერმინისტრს, ბატონ კალაძეს და კიდევ იყო ქალბატონი თეა წულიკიანი. მათ ძალიან აღშფოთებულებმა და გახარებულებმა  საზეიმოდ განგვიცხადეს, რომ, თურმე, სახელმწიფოზეც იქნებოდა ეს დარტყმა, არა მარტო საპატრიარქოზე", - ამის შესახებ დედა სიდონიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"- თან განაცხადა.

"მე ვთვლი, რომ ასეთი არაკომპეტენტური განცხადებები სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადამიანებში, საზოგადოებაში იწვევს უნდობლობას და უფრო მეტი დარტყმაა, ვიდრე მამა გიორგის, ასე ვთქვათ, თუ მათ სჯერათ, განზრახვა.

რაღაც ხუთოსანი მოსწავლეების მდომარეობაში აღვიქვი მე ისინი. ისეთი გახარებული იყვნენ იმის ფონზე, როდესაც ამდენი გამოუძიებელი და ბურუსით მოცული მოვლენა და ინფორმაცია გვაქვს საზოგადოებაში.

ყველა ხვდება იმას, რომ ეს არის იაფფასიანად აწყობილი სცენარი. ამ შემთხვევაში მე მგონი მათ სიხარულს საფუძველი არ ჰქონდა," - განაცხადა დედა სიდონიამ.

ვრცლად იხილეთ აქ

სხვა სიახლეები