"... თავისუფლად შეიძლება გავუთანაბროდ წიწამურის ტრაგედიასა და კირიონ მეორის მკვლელობას"

  • 15 თებერვალი 00:36
  • 2071

მამა პეტრე (კვარაცხელია) არ გამორიცხავს, რომ მაღალი იერარქიული სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სხვა კუთხით წარიმართოს.

"ტვ პირველის" ეთერში მამა პეტრემ დეკანოზისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმე კირიონ მეორის მკვლელობას შეადარა.

"როდესაც ამხელა ბრალდებას უყენებ ადამიანს, რომელიც შეიძლება უდანაშაულო აღმოჩნდეს, ჩვენ გვიფიქრია იმაზე მისი სულიერი და მორალური მდგომარეობა რამხელა ზეწოლას განიცდის ამ მოცემულ სიტუაციაში? არა მხოლოდ მამა გიორგი, მისი ოჯახის ყველა წევრი, თაობები. ჩვენ აქ საუბარი გვაქვს არც მეტი არც ნაკლები საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის ლიკვიდაციაზე. 

ჩვენ აქ საქმე გვაქს, არც მეტი არც ნაკლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლიკვიდაციაზე. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ხშირ შემთხვევაში რაც ხდება სოციალური ქსელის მეშვეობით, უმეტესად ამაზე ქილიკობენ, ძალიან ზერელედ უყურებენ და სასაცილოდაც არ ყოფნით ის, რომ ეკლესიაში შეიძლება ამას ძალიან დიდი ტალღა მოჰყოლოდა, ამის გამო მას ყველა ჩვეთაგანი შევეწირებოდით. ამის აფიშირება ასე ხელაღებით არ უნდა ხდებოდეს, მითუმეტეს პროკურტურას არ განუცხადებია, რომ ის უმაღლესი იერარქიის უმაღლესო სასულიერო პირი არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მე მგონია, რომ მოვლენებს წინ ვუსწრებთ. ამ ბოლო პერიოდში მოდაში შემოვიდა საპატრიარქოზე, ეკლესიასა და კონკრეტულ სასულიერო პირებზე დაცინვის ტონი. მე არ ვამბობ იმას, რომ ეკლესიაში ყველაფერი იდეალურად არის, შეიძლება ბევრი პრობლემა არსებობდეს, მაგრამ ისეთი პრობლემებიც არ დაგროვილა, რომ ერთი ხელის მოსმით გავანადგუროთ ჩვენი სულიერი მამა და მოძღვარი.

მგონია, რომ ყველაფერი არ არის ბოლომდე შესწავლილი და გამოკვლეული. შეიძლება პროკურატურამ იჩქარა და შესაძლოა, გამოძიება სხვა კუთხითაც წავიდეს, მაგრამ შეფასებისას ჩვენ უფრო კორექტულები უნდა ვიყოთ და გავითვალისწინოთ იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მხარში დგომა, რადგან ბოლო ორი დღეა მესმის მუქარის ტონი. ეს ის ბრალდებაა, რასაც ჩვენ საუკუნეებიც ვერ გვაპატიებს და ისეთი ტრაგედიაა, რომელიც თავისუფლად შეიძლება გავუთანაბროდ წიწამურის ტრაგედიასა და კირიონ მეორის მკვლელობას",- განაცხადა მამა პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიული სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა დეკანოზი, თუმცა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს და ითხოვს, რომ პროკურატურამ საქმეზე გაუთქმელობის ვალდებულება მოუხსნას, რათა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება საჯაროდ შეძლოს.

სხვა სიახლეები