"მე ამ თემის ასე გაჟღერებას არ ვისურვებდი"

  • 14 თებერვალი 22:34
  • 1731

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი მამა გიორგი მამამლაძის წერილზე აცხადებს, რომ მას შეეძლო შეხვედრა უწმინდესთან.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა აღნიშნა, რომ არ იქნება კარგი, თუ მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა გამოიკვეთება.

„ამ წერილით ახლა მანიპულირება და თითქოს ბრალის გადატანა პატრიარქის გარემოცვაზე, თითქოსდა მამა გიორგის გმირად გამოყვანა, რომ მან საპატრიარქოში რაღაც ამხილა და მას შეიძლება, ამის გამო რაღაც პრობლემები შექმნოდა, მე ამ თემის ასე გაჟღერებას არ ვისურვებდი,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მისი თქმით, წერილში ფაქტები დრამატიზირებულია, რადგან ეს წერილი შეიძლება რეალობას არ ასახავდეს.

„ეს შეიძლება, რომ არ ასახავდეს რეალობას და, როგორც უკვე გითხარით, დრამატიზირებუული იყოს ხელოვნურად ის მოქმედებები, რაც იქ არის აღწერილი,“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

წყარო: რუსთავი 2

სხვა სიახლეები