ნანუაშვილის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და ყველას სთხოვს რომ არ მოხდეს საკითხის პოლიტიზირება

  • 14 თებერვალი 16:36
  • 606

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა. მისი თქმით, მამალაძე არ აღიარებს დანაშაულს. ასევე, დეკანოზის განცხადებით, მისი დაკავების დრის ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს. 

„არ აღიარებს დანაშაულს. ის ამბობს, რომ იყო დაკავებული რამდენიმე საათის განმავლობაში, ასევე მოდულში იმყოფებოდა გარკვეული პერიოდი, თუმცა უკვე ორი დღეა გადმოყვანილია ამ დაწესებულებაში. ის ასევე ამბობს, რომ არ განუმარტეს დაკავების მიზეზი, შეუზღუდეს სატელეფონო ზარის უფლება და ძალიან ბევრ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს. 

დეკანოზი ბრალს არ აღიარებს. ამბობს, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება, აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ სიმართლე გაირკვეს და ასევე ითხოვს, რომ არ მიეცეს ამ საკითხს პოლიტიზების შესაძლებლობა. ყველას სთხოვს, რომ ავირიდოთ ამ საკითხის პოლიტიზება. 

ასევე, ითხოვს, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება იყოს დაცული და მეც ცალკე მოვითხოვ, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. ძალიან ბევრი დეტალია ამ საქმეში. ჩვენ გარკვეულ საკითხებზეც ვისაუბრეთ, არის საკითხები, რომელიც ეხება პროცედურულ დარღვევებს. თუნდაც დაკავების დროს რომ არ მისცეს სატელეფონო ზარის უფლება და სხვა დარღვევები“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. 

სხვა სიახლეები