მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი მამის ცხედრის ექსჰუმაციას ითხოვს

  • 14 თებერვალი 12:08
  • 1477

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი მამის ცხედრის ექსჰუმაციას ითხოვს. პერის ჯექსონი დარწმუნებულია, რომ პოპის მეფე მოკლეს.

ჯექსონების უფროსი იურიდიული კონსულტანტი ჯონ კარმანი, უცხოურ მედიას ახალი საეჭვო გარემოებების შესახებ ესაუბრა. მისი განცხადებით, მაიკლის სხეულეზე უცნაური იარებია აღმოჩენილი, ასევე გაურკეველი ტაბლეტები და ბოთლები სანაგვე ურნაში. ასევე საეჭვოა უცხო პირი, რომელიც მომღერლის სახლში იმყოფებოდა მისი სიკვდილის ღამეს.

მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა, ექიმებმა გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლის გადაჭარბებული რაოდენობის მიღება დაასახელეს. ჯექსონის ექიმს 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ინფორმაციას „კოსმოპოლიტანი“ ავრცელებს.

სხვა სიახლეები