მეუფე იაკობი: თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება თუ ვიღაც, თუნდაც ქურდი მეუფე

  • 14 თებერვალი 10:15
  • 891

წერილზე, რომელიც კონფიდენციალურმა წყარომ „რუსთავი2“-ს მიაწოდა, კომენტარი მეუფე იაკობმა გააკეთა. არქიმანდრიტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და გავრცელებულ ინფორმაციას ზღაპრებს უწოდებს. 

„მაგი არის ჩვეულებრივი ზღაპრები ვიღაცის და რა კომენტარი გავაკეთო, ვერ გავიგე. მაგ სამსახურის შექმნა ჩემი იდეა იყო, ახლა ნუ იბრალებენ სხვები. ვინც გამოაქვეყნა, იმას უნდა ჰკითხოთ, მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება. უბრალოდ სირცხვილია თემის გადაფარვა იმითი, რომ თურმე მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება თუ ვიღაც, თუნდაც ქურდი მეუფე, რომელი უფრო სერიოზულია“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

რუსთავი 2“  წერილს ავრცელებს, რომელიც, სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა. ტელეკომპანიის ცნობით,  წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ, შესაძლოა, პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე არქიმანდრიტს საპატრიარქოს კლინიკაში არსებული თაღლითური სქემის დაფარვაში ადანაშაულებს.

„განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში ძალზედ აქტუალურია. ეს ეხება საპატრიარქოს კლინიკის საკითხს. მოგეხსენებათ მრავალი საჩივრის საფუძველზე ჩვენ ფინანსური შემოწმება ჩავატარეთ საპატრიარქოს კლინიკაში სადაც აღმოჩნდა 5 მლნ. ლარამდე დავალიანება რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც სავარაუდოდ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც (სამწუხაროდ არ ხდება ამ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება). ამ საკითხის ჩემი მხრიდან დასმისთანავე საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ ქორეპისკოპოსმა იაკობმა კატეგორიულად მომთხოვა არ გამეხმაურებინა ეს საკითხი. ბუნებრივია მე გავაგრძელე ამ საკითხების მოკვლევა“,-ნათქვამია წერილში.

სხვა სიახლეები