ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ქუთაისში გასვლითი სხდომის მიზანს ქარტიის, როგორც თვითრეგულირების მექანიზმის პოპულარიზაცია და მის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოადგენს.
"ჟურნალისტების მხრიდან ეთიკის ნორმების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას წინ 3–წლიანი საარჩევნო პერიოდი აქვს," – ამბობს ჟურნალისტი ია მამალაძე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომელიც 2009 წლის დეკემბერში შეიქმნა, ამ ეტაპზე 213 ხელმომწერი ჰყავს. მისი საქმიანობის ძირითად მიზანს იმ განცხადებების განხილვა წარმოადგენს, რომელიც ქარტიის 11 პრინციპის დარღვევას უკავშირდება. როგორც ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე განმარტავს, ორგანოს მიზანს არა რეპრესიული მექანიზმების ამოქმედება, არამედ პრობლემურ საკითხზე ერთად მსჯელობა წარმოადგენს.
მსგავსი ტიპის გასვლითი სხდომებით ქარტიაში დოკუმენტზე ხელმომწერთა რიცხვის ზრდას ვარაუდობენ.
სხვა სიახლეები
