ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს აჭარის საგამოცდო ცენტრებში

  • 28 ივნისი 2012, 16:02
  • 229

მშვიდად მიმდინარეობს გამოცდები ბათუმის საგამოცდო ცენტრში, სადაც მეორე სესიისთვის სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესს მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე გაეცნო. აჭარის რეგიონში ორი საგამოცდო ცენტრი მუშაობს, ერთი ბათუმში, ერთი ხულოში. აჭარის საგამოცდო ცენტრებში, დღეს, 1 788 აბიტურიენტი აბარებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას.

ბათუმის საგამოცდო ცენტრში, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მდებარეობს, მხოლოდ რამდენიმე დაგვიანება დაფიქსირდა. ისევე როგორც დანარჩენ საგამოცდო ცენტრებში, ბათუმის საგამოცდო ცენტრშიც  რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს მასშტაბით მიმდინარე გამოცდებზე ოპერატიულ ინფორმაციებს უწყვეტ რეჟიმს იღებს გამოცდების ეროვნული ცენტრი, ასევე მობილიზებულია ყველა საჭირო სამსახური.

სხვა სიახლეები